Friday, October 31, 2014

მე-9 დღე

ვისწავლე   გუგლდრაივში    ახალი  ფოლდერის  დამატება  და  გაზიარება,    ჩემი  საქაღალდის  ატვირთვა ბლოგზე.  მოვისმინეთ  კოლეგების  პრეზენტაცია  და  გავუზიარეთ  ერთმანეთს  აზრები.  ვფიქრობ  რომ  ძალიან  საინტერესო  კურსი  მოვისმინეთ.,  რაც  გამოგვადგება  ჩვენს  შემდგომ  საქმიანობაში.  მადლობა.

Wednesday, October 29, 2014

მე-8 დღე

დღეს დავამთავრეთ  პროექტის  გეგმის  შაბლონი-შევავსეთ აქტივობებით. ვისაუბრეთ   დიფერენცირებულ  სწავლებაზე (გარდნერის  თეორია ),ვისწავლეთ  დიზაინის  შეცვლა  გაჯეტების  დამატება.

Friday, October 24, 2014

მე-7 დღე



დღეს დავასრულეთ  მოსწავლეთა  სავარაუდო  ნაშრომი. წყვილებში შევაფასეთ  ერთმანეთის  ნამუშევრები,დავსვით  კითხვები  და  გავაკეთეთ  კომენტარები.ერთმანეთს  მივეცით   საინტერესო  რჩევები. 
   შევავსეთ  შეფასების  დროის ჩარჩო.

Wednesday, October 22, 2014

დღე მეექვსე.

შევქმენით  მოსწავლის   სავარაუდო   ნაშრომი   და  ამ  ნაშრომის   ჩეკლისტი. გავაანალიზეთ,რამდენად  მნიშვნელოვანია  ჩვენ  მიერ  მიცემული  დავალება.დავალება  უნდა იყოს  გამჭვირვალე, რათა  მოსწავლეს  დაეხმაროს  კონკრეტული  დავალები  სწორად  შესრულებაში. მათ  ზუსტად   უნდა  გააცნობიერონ  პროექტის  მნიშვნელობა.

Wednesday, October 15, 2014

ინტელის მე-5  დღე.

დღეს გავიარეთ დროში  გაწერილი შეფასების  გეგმა. ეს გეგმა  საჭიროა პროექტის  განსახორციელებლად ,სწორად  შევაფასოთ  მუშაობის  ყველა  ეტაპი.
 ასევე, გავიარეთ   შეფასების  მეთოდები  და  ინსტრუმენტების  5  კატეგორია,რომელიც  მნიშვნელოვანია  მოსწავლეების  ჩართულობის  შესამოწმებლად,ხოლო მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია, რათა დავსახოთ  მომავალი  გეგმები.

Friday, October 10, 2014

ინტელის  მე-4   დღე.

შაბლონში   დავაკოპირეთ  :  ინდიკატორები ,  კრიტერიუმები  და  მიზნები.

დავსვით  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვები და  გავაზიარეთ  გუგლი დრაივში.

Wednesday, October 8, 2014

დღეს  მე-3  დღეა. 
დღეს  შევქმენით  პროექტის  ბუკლეტი ,რომელიც   ბავშვებს  აუმაღლებს  პროექტში  მონაწილეობის  სურვილს.

Friday, October 3, 2014

ინტელის ტრენინგის  მეორე დღე



გავიხსენეთ  წინა  დღე

გავეცანით  პორთფოლიოს  კომპონენტებს,ვისაუბრეთ პროექტის  მნიშვნელობასა  და  როლზე  სასწავლო  პროცესში.  ჩამოვთვალეთ  რა  უნარები   ვითარდება    მუშაობის   დროს. დეტალურად     განვიხილეთ  პროექტის  შაბლონი. ვისწავლეთ   დოკუმენტების  შენახვა.  შევქმენით   პორტფოლიო   და ჩავალაგეთ   საქაღალდეები.ასევე,  ჯგუფურად   დავამუშავეთ  სამუშაო  იდეები.
ინტელის ტრენინგის  პირველი დღე




გამიხარდა, როცა  ინტელის ტრეინინგები შემომთავაზეს. ვფიქრობ,  21-ე  საუკუნეში  მასწავლებელმა  ფეხი  უნდა  აუწყოს  სიახლეებს. ვეცდები, ყველა  დავალება  ყურადღებით  მოვისმინო  და შევასრულო.
პირველ დღეს  საინტერესოდ  გაგვეცნო  ხათუნა- ტრენერი. მან აგვიხსნა,თუ როგორ  ხდება  პროექტების   გაკეთება  და  მომივიდა   უკვე  იდეაც.
ასევე  გავიგე,რომ  რესურსებში  არის  ბევრი   ჩამონათვალი  და საჭირო  დოკუმენტაცია.